Servisebi's large logo

როგორ იქირაოთ იდეალური კერძო სახლი ?

თუ ეძებთ კომფორტს, სიმყუდროვესა და დამოუკიდებლობას, კერძო სახლის ქირაობა საუკეთესო არჩევანია. საქართველოში არაერთი კეთილმოწყობილი და ძალიან კარგ ადგილზე მდებარე სახლი ქირავდება, როგორც თბილისში, ისე მთასა თუ ზღვაზე. მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ სახლი თქვენი სურვილის და ბიუჯეტის მიხედვით, ბახმაროში, ქობულეთში, ყაზბეგში ან სხვა ნებისმიერ ადგილას თქვენი საჭიროებისა და ცხოვრების სტილის მიხედვით.

ქირავდება კერძო სახლები თბილისში ბიუჯეტურ ფასად

კერძო სახლების გაქირავება თბილისში პოპულარულია განსაკუთრებით იმ ადამიანებს შორის, ვინც ქალაქში მუშაობს, სწავლობს და ყოველდღიურად უწევს თბილისში გადაადგილება. თბილისში ქირავდება სახლი ეზოთი, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ მწვანე გარემოთი და უფრო მეტი სივრცით. ეზოში შეგიძლიათ მოაწყოთ მოსასვენებელი სივრცე, გაერთოთ მეგობრებთან ერთად და თუ შინაური ცხოველების გყავთ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ასეთი სახლის ქირაობა. თბილისში განსაკუთრებით მოთხოვნადია გლდანი, მუხათწყარო, ლისი, კიკეთი და წყნეთი, ეს უბნები, გამოირჩევა დაბალბიუჯეტურებით, ეკოლოგიურად სუფთა ჰაერით და კომფორტული საცხოვრებელი პირობებით.

თუ მთაში გადაწყვიტეთ ცხოვრება

მათთვის, ვისაც მოსწონს ბუნება, სიმყუდროვე და მთა, საქართველოში ბევრი შესანიშნავი ადგილია, სადაც მშვიდად და კომფორტულად იცხოვრებთ, მათ შორის: ამ რეგიონებში სახლების დიდი ნაწილი აღჭურვილია გათბობის სისტემით, ბუხრით, აივნით ან ეზოთი, რაც დამატებით კომფორტს შეგიქმნით.

თუ ზღვასთან ახლოს კომფორტულ საცხოვრებელს ეძებ

ზღვის საკურორტო ქალაქები ერთიანად იზიდავს, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ვიზიტორებს. აქაური ჰავა, ზღვის ტალღების ხმაური, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, არაერთი ღირსშესანიშნაობა, ბულვარი და ბევრი სხვა დეტალი ყველასთვის დასამახსოვრებელ მოგონებებს ქმნის.თუ გსურთ ზღვისპირა კურორტზე დასვენება ან დროებით ცხოვრება გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი ქალაქები და აქ იქირაოთ თქვენთვის სასურველი სახლი: თუ გადაწყვიტეთ ზღვაზე სახლის ქირაობა თვიურად, შეგიძლიათ რამდენიმე ვერსია განიხილოთ, მათ შორის: კერძო სახლის, კოტეჯების ან ბინის დაქირავება. თუმცა, ბაზარზე არსებული უამრავი შეთავაზებებიდან არჩევანის გაკეთება ხშირად რთულდება. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ ზღვაზე კომფორტული და ბიუჯეტური სახლის პოვნა სრულიად რეალურია, თუ წინასწარ დაგეგმავთ სახლის ძიებას, სწორად შეარჩევთ საცხოვრებელ უბანს და მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაერთვებით. არაერთი ზღვისპირა ქალაქი გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, მთავარია, მოთმინება და ყურადღება, რათა იპოვოთ იდეალური საცხოვრებელი ზღვისპირა ქალაქში საუკეთესო ფასად.

სახლების გაქირავება ზღვაზე გაძლევთ შანსს უფრო კომფორტულად დაისვენოთ ზღვის სანაპიროსთან ახლოს. ბევრ ზღვისპირას მდებარე სახლს  აქვს ტერასა, ბაღი ან აუზი, რაც თქვენ სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს.

თუ სახლის დაქირავება ისტორიულ ქალაქებში გადაწყვიტეთ

თუ გადაწყვიტეთ სახლის დაქირავება საქართველოს ისეთ ისტორიულ ქალაქებში, როგორიცაა: მცხეთა, საგურამო, ანანური, თელავი და სხვა, გაითვალისწინეთ შემდეგი: ეს რეგიონები ისტორიულად მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და შესაფერისია, როგორც ტურისტული დასვენებებისთვის, ასევე საცხოვრებლად. მაგალითად, თელავში სახლის გაქირავება საშუალებას გაძლევთ იცხოვროთ კახეთის გულში, ხოლო მცხეთაში ისტორიულ გარემოში, თბილისთან ახლოს.

თუ გსურთ ნაკლებად ტურისტულ, მაგრამ ულამაზეს ადგილებში ცხოვრება,  შემდეგი ქალაქები ნამდვილად დაგაინტერესებთ, მათ შორისაა:

ქირავდება სახლი ზუგდიდში დასავლეთ საქართველოს ცენტრში, მდიდარი ბუნებითა და კულტურით.
ცხვარიჭამიაში, მანგლისში, ან მუხათწყაროში ეკოლოგიურად სუფთა ჰაერზე მდებარე  კერძო სახლები, შესაფერისია დასვენებისთვის ან მუდმივი საცხოვრებლად.
ლისზე სახლის გაქირავება და ტბასთან ახლომდებარე უბანში ცხოვრება საუკეთესო არჩევანია, მათთვის ვისაც სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და თბილისთან სიახლოვე ერთიანად იზიდავს.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ კერძო სახლს იქირავებთ

თუ გადაწყვიტეთ კერძო სახლის ქირაობა თვიურად და ბაზარზე არსებული უამრავი შეთავაზებებიდან არჩევანის გაკეთება გიჭირთ, გაითვალისწინეთ რჩევები, რომელიც გაგიმარტივებთ სახლის ქირაობას თვიურად. როგორ უნდა აარჩიოთ იდეალური კერძო სახლი

მას შემდეგ, რაც იპოვით თქვენთვის სასურველ კერძო სახლს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები:
  1. განსაზღვრეთ ბიუჯეტი - შეადარეთ სხვადასხვა რაიონის ფასები ერთმანეთს და შეარჩიეთ, ის რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა თქვენს საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებთან.
  2. გადაამოწმეთ ინფრასტრუქტურა - იქირავეთ სახლი ისეთ ადგილას, სადაც კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებია და ახლოსაა სუპერმარკეტები.
  3. ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ გარემოს.
  4. ყოველთვის მოითხოვეთ ხელშეკრულება და ქირის პირობების დეტალური აღწერა.
დღეს ბევრად მარტივი და უსაფრთხოა ინტერნეტ პლატფორმების დახმარებით სხვადასხვა უბანში და ქალაქში მდებარე გასაქირავებელი სახლების მოძიება.  servisebi.ge -ზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველა ტიპის გასაქირავებელი ქონება, მათ შორის თბილისში, ზღვაზე, მთაში ან ნებისმიერ კურორტზე, ფოტოსურათებით, ფასებითა და ზუსტი მდებარეობით. აქ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი გასაქირავებელი სახლის შესახებაც განცხადებები და მარტივად იპოვოთ მოიჯარეები. ამისთვის, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე და განათავსოთ თქვენი განცხადება ყველა საჭირო დეტალის აღწერით.
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ავტო სერვისი | დასუფთავება, დალაგება | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | მშენებლობა, რემონტი | განათლება | განათლება | დამლაგებელი | დამლაგებელი | დამლაგებელი | სამშენებლო ნარჩენების გატანა | ამწე ლიფტი | ევაკუატორი | ევაკუატორი | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | გათბობის ხელოსანი | გათბობის ხელოსანი